top of page
Abstract header blue wave vector design

ფიზიოთერაპია

სამკურნალო მასაჟი

,,ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა სახის სამკურნალო მასაჟი:

 

 ბავშვთა მასაჟი;

 ოპერაციის შემდეგი რეაბილიტაცია ფიზიოთერაპიასთან ერთად;

 ფიზიოთერაპია, ელექტროფორეზი, ფონოფორეზი.

"ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" შეგიძლიათ ჩაიტაროთ ხერხემლის უსაფრთხო და ეფექტური დაჭიმვა უახლესი მოდელის, უნიკალური კომპიუტიზირებული სისტემის MiLi, MagnoLi + TRAComputer საშუალებით. სრული უვნებლობა და ხერხემლის ყველა ნაწილის თანაბარი დაჭიმვის შესაძლებლობა!

ვინ შეიძლება ჩაიტაროს ხერხემლის პროფილაქტიკური დაჭიმვა:

 კომპიუტერთან ყოველდღიურად 2 საათზე მეტ ხანს ატარებთ;

 საჭესთან ყოველდღიურად 2 საათზე მეტ ხანს ატარებთ;
 ცხოვრების წესიდან გამომდინარე განიცდით მოძრაობის დეფიციტს.

ვინ შეიძლება ჩაიტაროს ხერხემლის სამკურნალო დაჭიმვა:

 გაქვთ ხერხემლის ოსტეოქონდროზი;
 გაქვთ ხერხემლის გამრუდება;
 გაქვთ სპონდილოზი ან სპონდილოლისთეზი;
 გადატანილი გაქვთ ოპერაცია ხერხემალზე და საჭიროებთ რეაბილიტაციის კურსს.

პაციენტი პროცედურის დროს თავს კომფორტულად გრძნობს დასაჭიმ მაგიდაზე, რაც ხელს უწყობს ზურგის კუნთების რეფლექტორულ მოდუნებას. 

პროცედურის დროს ხდება ხერხემლის როგორც წყვეტილი და პულსური დაჭიმვა, ასევე მაღალი სიხშირის დიათერმია.

ხერხემლის ასეთი დაჭიმვა საერთო ჯამში ქმნის მალთაშუა დისკების, ხერხემლის ყველა სტრუქტურის აღდგენის უნიკალურ პირობებს და გამორიცხავს რაიმე სახის ტრავმატიზმს პროცედურის პროცესში.


კვლევებით დადგენილია, რომ ხერხემლის დაგრძელების და განტვირთვის შედეგად მალათაშორის დისკებს სითხის რეაბსორბციის (შეწოვის) და საკუთარი სტრუქტურის აღდგენის უნარი გააჩნიათ. შედეგად პაციენტს შეიძლება გაუდიდდეს „დამჯდარ“ მეზობელ მალებს შორის დაშორება, ხერხემლის სიგრძე და ადამიანის სიმაღლე იმატებს, ხერხემლის მრუდი ნორმალიზდება.

bottom of page