top of page
Abstract header blue wave vector design

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია ენდოსკოპიური კვლევის უმტკივნეულო და მარტივი მეთოდია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, გამოავლინოს საშვილოსნოს ყელსა და საშოზე არსებული პათოლოგიური პროცესები. კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევის მეთოდია. მის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური აპარატი - ბინოკულარული მიკროსკოპი, რომელსაც კოლპოსკოპი ეწოდება. ის წარმოადგენს გამადიდებელ ოპტიკურ-ენდოსკოპიურ ინსტრუმენტს, რომელიც შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ საშოსა და საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმი.

კოლპოსკოპიურ კვლევასთან ერთად სასურველია აღებულ იქნას pap ნაცხი. მხოლოდ ამ ორი მეთოდის ერთდროული ჩატარება გვაძლევს ოპტიმალურ რეზულტატს. თუ კოლპოსკოპიურად დაზიანება არ გამოვლინდა, შემდგომი მოქმედების გეგმა დამოკიდებულია საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის შედეგებზე. თუ კოლპოსკოპიურად გამოვლინდება პათოლოგია, მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ექიმი აიღებს მცირე ზომის ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (დამიზნებითი ბიოფსია). მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგების მიხედვით.

HDMomsgynovisitcrop
Avtandil Kambarashvili Clinic  - General
Woman & Doctor
bottom of page