top of page
Abstract header blue wave vector design

ამბულატორია

ამბულატორიული სამსახური მომსახურებას უწევს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტს, უზრუნველყოფს ღია და დროით შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენი პაციენტები იღებენ მაღალკვალიფიციურ და ხარჯთეფექტურ სამედიცინო დახმარებას, სრულფასოვან გამოკვლევასა და მკურნალობას.

ოჯახის ექიმი:


გაგაცნობთ პერსონალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს;
 ზრუნავს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მართვაზე;
 მოგცემთ რეკომენდაციებს რისკ ფაქტორების მოდიფიკაციის და ქცევის შეცვლის შესახებ; 
 მართავს პაციენტის, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ პრობლემებს;
 ახორციელებს სამედიცინო მომსახურების კოორდინირებას ვიწრო სპეციალობებთან და                                        კლინიკის ჰოსპიტალურ სექტორთან;
 ზრუნავს პაციენტების განათლებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და დაავადებათა                         რისკ-ფაქტორების პრევენცია-შემცირებაზე.

დაზღვევა

კლინიკის ამბულატორიული განყოფილება ემსახურება კერძო სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის მქონე ბენეფიციარებს. მათ შეუძლიათ  ამბულატორიას მომართონ როგორც ოჯახის ექიმის მიმართვით, ასევე უშუალოდ სადაზღვევო ბარათით ე.წ. პოლისით. ამბულატორიაში ვიზიტის დროს სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. აღნიშნულ შემთხვევებში პაციენტი სამედიცინო სერვისებს იღებს სრულიად უფასოდ ან თანაგადახდის პროცენტის  ფარგლებში.


ჩვენი კონტრაქტორი სადაზღვევო კომპანიაა: პსპ, არდი, ქართუ, საქართველოს სადაზღვეო ჯგუფი. 
 

Avtandil Kambarashvili Clinic  - General
Patient on Scale
Doctor Using Digital Tablet
Avtandil Kambarashvili Clinic  - General
Nurse Taking Notes
bottom of page