top of page

Screen%20Shot%202019-12-30%20at%203.31_e

ჩვენი სივრცე

კომფორტი  და  მყუდროება

მოსაცდელი სივრცე

ჩვენი კლინიკის მოსაცდელი სივრცე შექმნილია პაციენტზე ორიენტირებული დიზაინით და აკმაყოფილებს სისუფთავის მაღალ სტანდარტებს. ჩვენთან სტუმრობისას კომფორტული, თბილი და სასიამოვნო გარემო გაგრძნობინებთ რომ საიმედო ხელში ხართ. 

პალატები

ჩვენი კლინიკის  პალატები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის საწოლებით, აპარატურით და ცენტრალური ვენტილაცია-გათბობის სისტემებით. ინტერიერი მშვიდ ფერებშია. პალატებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად.  

საოპერაციო ოთახები

ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგია-საოპერაციო ბლოკის დეპარტამენტი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და სრულად  უზრუნველყოფს ქირურგიულ ოპერაციებისა და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების ჩატარებას. კლინიკას აქვს 4 საოპერაციო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მათ შორის ლაპაროსკოპიული,  ტრავმატოლოგიური საოპერაციო - რენტგენის აპარატით, ნეიროქირურგიული საოპერაციო - მიკროსკოპით.

ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმომუბული ანალიზატორებით. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას შემდეგი მიმართულებებით: ბიოქიმია, ჰემოსტაზი, იმუნოლოგია, სეროლოგია, მიკრობიოლოგია, ჰემატოლოგიური და ზოგადკლინიკური კვლევები. დღესდღეობით ჩვენს ლაბორატორიაში დღეში საშუალოდ 100 გამოკვლევა სრულდება.

ლაბორატორია

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს

ჯანმრთელობაზე!

დაგვიკავშირდით

ალადაშვილი N6, თელავი, საქართველო 2200

+995 (0350) 233344; +995 (0350) 233366

მადლობას გიხდით დაკავშირებისთვის!

bottom of page